მეგობრებო, ჩვენ მთელ სულს ვდებთ B2P.GE-ში.
მადლობა, რომ გვკითხულობთ.
მადლობა გამხნევებისა და მხარდაჭერისთვის.

დააჭირეთ ღილაკს «Like» და შემოგვიერთდით Facebook-ზე.



12 ყველაზე ლამაზი სანაპირო, სადაც დასასვენებლად წასვლა ან უბრალოდ მათი ნახვა ნამდვილად ღირს. ძვირფასო მოგზაურებო! ჩაიცვით თქვენი საცურაო კოსტუმები და აღჭურვილობა. B2P.GE-ს რედაქციამ იცის როგორ უნდა გაატაროთ დრო და გთავაზობთ საუკეთესო სანაპიროების ნაკრებს. უაითჰევენი - ავსტრალია
უაითჰევენ ბიჩი ეს არის კუნძულ ვიტსანდეის 7 კილომეტრიანი, ულამაზესი სანაპირო ზოლი. საერთაშორისო აღიარება სანაპირომ თეთრი ქვიშის წყალობით მიიღო. ასეთი შეფერილობა ქვიშას მის შემცველობაში არსებული დიოქსიდის (98%) წყალობით აქვს.  ვარდისფერი სანაპირო - ბაჰამები
კუნძული ჰარბორი წარმოადგენს ბაჰამის კუნძულების ერთ-ერთ გასაოცარ ადგილს. ფორამინიფერას ტიპის ნიჟარების უმცირესი ნაწილაკების წყალობით ქვიშა ფერადი და საოცრად ლამაზია. ეს ერთუჯრედიანი ორგანიზმებია, რომლებიც ცოცხლობენ ქვების ქვეშ და ოკეანის სანაპირო ზოლის სიღრმეში არსებულ გამოქვაბულებში. 
პლაია-დელ-ამორი - კუნძულ მარიეტას მიმალული სანაპირო, მექსიკა
რომ არა ტალღების ხმაური, ალბათ არც არავის ეცოდინებოდა ამ მიმალული სანაპიროს შესახებ. პლაია-დელ-ამორი განლაგებულია უკაცრიელ კუნძულ მარიეტადან რამოდენიმე მეტრში. მხოლოდ რამოდენიმე ტურისტი მიდის იქამდე, რადგან ეს არის ნამდვილი სამოთხე მათთვის, ვისაც განმარტოება უყვარს. ნავაჯო - საბერძნეთი 
ბერძნულ კუნძულ ზაკინფზე მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთ მშვენიერი სანაპირო. ოდესღაც აქ ჩაიძირა გემი „პანაიოტისი“, რომელიც კონტრაბანდისტებს ეკუთვნოდა. გემი დღემდე ჩაძირვის ადგილას არის.  იპანემა - ბრაზილია
რიო-დე-ჟანეიროში 23 სანაპირო ზოლია, რომელთა სიგრძეც მთლიანობაში შეადგენს 72 კმ-ს. მაგრამ იპანემა ყველაზე დახვეწილი და ელიტურია. ეს სანაპირო ზოლი, რომელიც მიბმულია დედაქალაქის მდიდრულ რაიონზე, მოდური პუბლიკის საყვარელი დასასვენებელი ადგილია. საზოგადოების ეს ნაწილი ყოველ დღე აქ ერთობა, თამაშობენ ხელბურთს და დარბიან. ერთი სიტყვით, მოდიან სხვების დასანახად.   მახო - კარიბის კუნძულები
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მახოზე - მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ სანაპიროზე. ის მდებარეობს კარიბის კუნძულებზე, პუერტო-რიკოდან 300 კმ-ში. დამსვენებლებს აქ იზიდავს არამარტო თბილი ქვიშა და ლურჯი ზღვა, არამედ ის ფაქტი, რომ სანაპირო ზოლის თავზე, ზუსტად 10-12 მეტრში დასაფრენ ზოლზე ხმაურით ეშვებიან გიგანტური ავიალაინერები. საშიში, მაგრამ საოცარი სანახავია! შუშის სანაპირო - აშშ 
კალიფორნიის ქალაქ ფორტ ბრეგიდან არც ისე შორს არის საინტერესო სანაპირო, რომელიც დაფარულია ფერადი შუშებით. მე-20 საუკუნის დასაწყისში აქ იყო ქალაქის ნაგავსაყრელი. 1967 წელს მთავრობამ ის დახურა და წლების მანძილზე ტერიტორიის დასუფთავება მიმდინარეობდა. ახლა იქ ნაგავი არ არის, მაგრამ სანაპირო დაფარულია შუშის წვრილი ქვებით.  ჰაიმსი - ავსტრალია
Hyams Beach-ის სანაპირო, რომელიც მდებარეობს სიდნეიდან 300 კმ-ში, მსოფლიოში ყველაზე თეთრი ქვიშით გამოირჩევა. ის ისეთი თეთრია, რომ შორიდან ათქვეფილ ნაღებს ჰგავს. ვადჰუ - მალდივის კუნძულები 
არის მსოფლიოში ერთი სანაპირო, რომელიც განსაკუთრებით ლამაზია ღამით. სანაპირო ზოლს ალამაზებს სანაპიროზე ტალღების მიერ გამოტანილი პლანქტონების (ზღვის, ტბის, მდინარის წყლის სიზრქეში მცხოვრები მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების ერთობლიობა) შუქი, რომელიც ღამით ანათებს. ეს განათება აიხსნება ბიოლუმინესცენციით, რაც წარმოადგენს ქიმიურ პროცესს ზღვის ამ ორგანიზმებში, რომლის მიმდინარეობისას ხდება გამოთავისუფლებული ენერგიის გამოიყოფა შუქის სახით. ცისფრად მოციმციმე ტალღები თითქოს ვარსკვლავებს აირეკლავს მალდივის კუნძულების ციდან! ოკეანის გუმბათი - იაპონია
თუ თქვენ ძირითადად მოვლილი გაქვთ ზემოთ აღნიშნული სანაპიროები და რაიმე განსაკუთრებული გინდათ, მაშინ აუცილებლად მოინახულეთ სანაპირო „Ocean Dome“ (ოკეანის გუმბათი). თეთრი ქვიშით დაფარული სანაპირო, სადაც ოკენეში ხელოვნური ტალღები სერფინგისთვის, ასევე წყლის კასკადები, მთები და ატრაქციონები, აუზები ჰიდრომასაჟით და სპა პროცედურებით, ტროპიკული მცენარეები, გასართობი, ეგზოტიკური შოუები, რომელბიც ყოველდღე ეწყობა შეგიქმნით საუკეთესო განწყობას. აქ ყველაფერია სრულფასოვანი დასვენებისთვის. 



Side Ads